მეტეოროლოგები იაპონელებს მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძოა 10 მეტრს მიაღწიოს. ვარაუდობენ რომ გიგანტური ტალღა ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროს თბილისის დროით საღამოს 6 საათზე დაატყდება. პირველი ცუნამი კი მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კამაიჩის უკვე დაატყდა. თვითმხილველების განცხადებით სანაპიროს 4 მეტრიანმა ტალღამ გადაუარა. წყალმა ქალაქის დიდი ნაწილი დაფარა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო რომ რყევა ტოკიოშიც იგრძნობოდა. სტიქიამ პარლამენტის სხდომაც კი ჩაშალა. საკანონმდებლო ორგანო პანიკამ მოიცვა. ისევე როგორც მთელი ქვეყანა. ხალხი ქუჩებშია გამოსული.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, რომელიც იაპონიაში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერით უწყვეტ რეჟიმში აშუქებენ, ცნობილი ხდება რომ ქალაქ იოკოგამას პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ტიბას პრეფექტურაში კი ფოლადშენადნობი ქარხანა იწვის. მუშაობა შეაჩერა იაპონიის ორმა უმსხვილესმა ატომურმა ელექტრო სადგურმა. დაიხურა ნარიტას აეროპორტი.
==========================================
- იაპონიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
(აპრილი 16, 2011)
კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა იაპონიაში. 5 მთელი 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყანაში დღეს დილით მოხდა.
ეპიცენტრი ტოჩიგის პრეფექტურაში, 70 კილომეტრის სიღმეში დაფიქსირდა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა ცუნამის საშიშროებაც, თუმცა საფრთხე არ გამართლდა და განგაშიც მალე გააუქმეს.
მისწისძვრის ეპიცენტრში მდებარე პრეფექტურებში შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. მიწისძვრას ზიანი არ მიუყენებია ფუკუშიმას ატრომური სადუგურისთვის, Tokio Electric Power-ის ინფორმაციით, გამაგრილებელი სამუშაოები რეაქტორებზე ამ წუთებშიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში განმეორებითი ბიძგები არ წყდება, ეს ქვეყანაში მომხდარი რიგით მეექვსე ძლიერი მიწისძვრაა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი იპოანიაში 28 ათასს აჭარბებს.
========================================== ეპიცენტრი ტოჩიგის პრეფექტურაში, 70 კილომეტრის სიღმეში დაფიქსირდა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა ცუნამის საშიშროებაც, თუმცა საფრთხე არ გამართლდა და განგაშიც მალე გააუქმეს.
მისწისძვრის ეპიცენტრში მდებარე პრეფექტურებში შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა. მიწისძვრას ზიანი არ მიუყენებია ფუკუშიმას ატრომური სადუგურისთვის, Tokio Electric Power-ის ინფორმაციით, გამაგრილებელი სამუშაოები რეაქტორებზე ამ წუთებშიც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
11 მარტს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ იაპონიაში განმეორებითი ბიძგები არ წყდება, ეს ქვეყანაში მომხდარი რიგით მეექვსე ძლიერი მიწისძვრაა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა რიცხვი იპოანიაში 28 ათასს აჭარბებს.
კიდევ ერთი მიწისძვრა იაპონიაში - ქვეყანა კვლავ ცუნამის საშიშროების წინაშეა
(აპრილი 7, 2011)
==========================================
- მიწისძვრა იაპონიაში - დაღუპულია 6 ადამიანი
(აპრილი 12, 2011)
ამომავალი მზის ქვეყანაში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 6,3 ბალს აღწევდა. ეპიცენტრი კვლავ ფუკუშიმას პრეფექტურაში მდებარეობდა. ამ დროისათვის სრულიად ევაკუირებულია ატომური ელექტროსადგურების მომსახურე პერსონალი. წინასწარი ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია,თუმცა ვრცელდება ცნობა დაღუპულთა შესახებ. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით დაღუპულია 6 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისათვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ამასთან, რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო სარკინიგზო და საგზაო მიმოსვლა.
აღსანიშნავია, რომ 11 მარტის შემდეგ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400-მდე მიწისძვრა მოხდა. კვლავინდებურად საგანგაშოა მდგომარეობა „ფუკუშიმა 1“-ზე. რადიაციის დონე მაქსიმალურს აჭარბებს.
http://www.onlinenews.ge/index.php?id=8625&lang=geo
No comments:
Post a Comment